პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს

პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად აქციისთვის აწყობენ სპეციალურ სცენას.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქციას გამართავს. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება. აქციის მიზანი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.