ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში 107 საჯარო სკოლას წიგნები გადასცა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში 107 საჯარო სკოლას წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლილოს დასახლებას ესტუმრნენ და კამპანია #აჩუქეწიგნი-ს ფარგლებში 107-ე საჯარო სკოლას 100 ახალი წიგნი გადასცეს საჩუქრად.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანის კოჭლობა და ფერისცვალების ძალა - იაკობი, ქრისტე, კრიშნა, არჯუნა, ამირანი, ალუდა ქეთელაური, მოლა ნასრედინი, ტომას სატპენი, რემედიოსი“.

როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, კამპანია #აჩუქეწიგნი გრძელდება და მის ფარგლებში არაერთი მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი.