ბათუმის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ბათუმის რესურსცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ „სპრეი“ გაუშვა.
„შემთხვევა მე-11 კლასში მოხდა, საკლასო ოთახში ერთ-ერთმა ბავშვმა „სპრეი“ გაუშვა, რის გამოც რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებელი და მანდატური კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს“, - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ.
მისივე თქმით, მოსწავლეების ყოველდღიური შემოწმება არ ხდება, ჩხრეკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ რაიმე ეჭვი არის.

























