კათოლიკეები ხარებას ზეიმობენ

კათოლიკეები ხარებას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს ულოცავს და სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს კათოლიკე ქრისტიანები თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის - იესო ქრისტეს დაბადება ახარა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.