გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მარტს 11:40-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს: გიორგიწმინდაში აღმაშენებლის, კანდელაკის, სოხუმის, თბილისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩებზე, გლდანის მასივის ტერიტორიაზე, სოფელ გლდანში.

11:00-დან 17:00 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, ნატახტარი, სელექცია.

10:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთში: ბუხაიძის, იოსელიანის, მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ჭავჭავაძის, ფარნავაზის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, კოჭობა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე.

10:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.