გორში, კომბინატის დასახლებაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს - ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცავები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ.
ნაპოვნი ნივთი ამოღებულია.
,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

























