თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი - ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას - ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ნათქვამია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის განცხადებაში.
„ფაკულტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, არც ერთი სალექციო ჯგუფი ან ნაკადი არ გაუქმებულა. იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს საკუთარი სურვილის შესაბამისად ირჩევენ და ფაკულტეტი პატივს სცემს მათ არჩევანს. საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანცირებულია პოლიტიკისაგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























