„საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია“ - ვგმობთ რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელიც არის ანტიდემოკრატიული და უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი!

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია" გმობს რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელიც არაა ამერიკული კანონის იდენტური და თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული და უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი! - ამის შესახებ ნათქვამია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს მთავარი ღირებულებები იყო, არის და იქნება ევროპული!
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რომელიც არასოდეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ!“- ნათქვამია განცხადებაში.

























