პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა - აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველ, მათ შორის აალებად ნივთებს ისვრიან

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით გაურკვეველ ნივთებს, მათ შორის აალებად ნივთებს ისვრიან.
სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს.
"მოქალაქენო, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ცოტა ხანში გზა გაიხსნება“,- მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.
მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები არ იშლებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ:"საქართველო"!

























