პარლამენტის მიმდებარედ 9 აპრილის ქუჩა სპეცრაზმს აქვს გადაკეტილი

პარლამენტის შესასვლელთან მიმდებარე ტერიტორია ცხრა აპრილის ქუჩის მხრიდან პოლიციას და სპეცრაზმს აქვს გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, სამართალდამცავების კორდონის გარღვევას და არის შეხლა-შემოხლა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "რუსებო".

























