პრესსამსახური - სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“

თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ციტატა, რომელიც თითქოსდა კახა კალაძეს ეკუთვნის, არის „ფეიკი“.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ შეუწყობენ ხელს სიცრუის ტირაჟირებას.
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით:
„მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“.
აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას. თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

























