დიდველის ფერდობზე ერთ-ერთ ტრასას ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი ეწოდა

3 მარტს, დიდველზე, ჩემპიონატისთვის აგებულ ერთ-ერთ საშეჯიბრო ტრასას გამორჩეული ქართველი არქიტექტორისა და სპორტსმენის ლადო ალექსი - მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
ლადო ალექსი მესხიშვილი იმ ადამიანების რიცხვშია, რომლებმაც ბაკურიანი 30-იან წლებში პოპულარული გახადეს და ზამთრის სპორტის ამ სახეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. არქიტექტურის გარდა, ლადო ალექსი-მესხიშვილი დიდ დროს უთმობდა სპორტს. იყო სათხილამურო სპორტის დიდი გულშემატკივარი და ქომაგი. თაობებში განთქმულია მისი გამორჩეული სალტოების სტილი, რომელიც გასული საუკუნეში იშვიათობა იყო და რომელსაც სპორტსმენები დღეს ექსტრემალურ სახეობებს ადარებენ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ახალ საშეჯიბრო ტრასას მამაჩემის სახელი დაერქვა. ლადო ალექსი მესხიშვილს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის, სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ის სიცოცხლის ბოლომდე ამ სპორტით იყო დაკავებული და დიდი მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის“, - გოგი ალექსი-მესხიშვილი.
ღონიძიებას, რომელიც ჩატარდა კომპანია სილქნეტის და მთის ტრასების სააგენტოს ინიციატივით, ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ლადო ალექსი მესხიშვილი იყო სამთო-სათხილამურო სპორტის პიონერი საქართველოში და მრავალმხრივ დაჯილდოვებული ადამიანი. მოხარულები ვართ, რომ ახალ ტრასას ეწოდა მისი სახელი და ასეთი ფორმით გაგრძელდება ტრადიცია და ისტორია, რომელიც თაობებს ემახსოვრება“, - გიორგი რამიშვილი, "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღეა დარჩენილი. ბაკურიანი ორმოცზე მეტი ქვეყნის სტუმარს მასპინძლობს და 5 მარტის ჩათვლით არაერთ ჩემპიონს გამოავლენს.
წლის მთავარი მოვლენის წარმდგენი, კომპანია სილქნეტია.
(R)

























