გორის სასამართლო ერთი პირის მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

გორის რაიონული სასამართლო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა საბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სხდომას მოსამართლე დავით მაკარაძე უძღვება.
შეგახსენებთ, შემთხვევა 28 თებერვალს, გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის დროს განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს, სსკ-ის 19-109 მუხლით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

























