ფოთის მერია - ფოთში დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ფოთში, დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.ფოთის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 55 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ჩაუტარდა, მათ შორის, 4 მისამართზე სრული გადახურვა განხორციელდა.
„ამ ეტაპზე გადახურვის სამუშაოები 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს: მოწერელიას ქუჩა N31,თამარ მეფის ქუჩა N52, სამეგრელოს ქუჩა N30, 9 აპრილის ხეივანი N27, 9 აპრილის ხეივანი N20, მზარელუას ქუჩა N38, მიქაბერიძის ქუჩა N4, ბარბაქაძის ქუჩა N2 , კოსტავას ქუჩა N7, ნინო ჟვანიას N4, სამეგრელოს N16, არზიანის N11, წმ.ნინოს N3, 9 აპრილის ხეივანი N26“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემების მოგვარება აქტიურად გაგრძელება.

























