საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 7 639 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L“ ასრულებს, რისთვისაც გამოყოფილია 1 000 000 ლარი.
ამჟამად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამ ისეთ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა.

























