თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას ხმაური მოჰყვა

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას ხმაური მოჰყვა

თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ეს ყველაფერი ვანდალურად ხდება.

„ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს იძულებით აღსრულება. ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული. ხედავთ, ყველაფერი როგორი ძალმეორებითი ქმედებებით ხდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია გამოსახლებამდე, ეს ყველაფერი ძალმეორებითი ქმედებებით ხდება. ჩვენ კრედიტორის დასწრებას ვითხოვთ“, - განაცხადა გიგაურების ოჯახის წარმომადგენელმა.