სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად, არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.