შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 22 თებერვალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ამ მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები დაიკეტება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.

„გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აბასთუმანს, ალერტკარს, ანაკლიას, ახალ აბასთუმანს, ახალკახათს, ახალსოფელს, ბაღმარანს, ბაშს,განარჯიის მუხურს, დავითიანს, დარჩელს, დიდ ნეძს, დიდი ნეძის კახათს, ზედა ეწერას, ინგირს, კახათს, კიროვს, კოკის, კორცხელს,ნარაზენს, ნაცატუს, ნაწულუკს, ოდიშს,იორემს,ორსანტიას, ოფაჩხაფუს, ოქტომბერს, რიყეს, რუხს, ტყაიას, ურთას, უჩაშონას, შამადელას, შამგონას, ჩხორიას, ჩხოშუს (ოდიშის თემი), ჩხოშს (ცაიშის თემი), ცაიშს, ცაცხვისს, ჭაქვინჯს, ჭითაწყარს, ხეცერას, ხურჩასა და ჯუმს.

ქალაქ ხობს და შემდეგ სოფლებს: ბულიწყურს, გურიფულს, დასახლებას, დღვაბას, ზემო ქვალონს, ზენს, თორსას, კუთხენოჯიხევს, ლარჩვას, ნაფოშტუს, ნოჩხონს, ნოჯიხევს, ოხვამეკარს, საბუკიოს, საკვიკვინიოს, საკუკავოს, საქირიოს, სახოჭოლავოს, ჭითაუშქურს, ჭიხუს, ხამისკურსა და ხეთას.

ასევე, შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაზმომარაგებას.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობას ბუნებრივ გაზს შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად მიაწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.