ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს მირაჯის ღამეს ულოცავს და მათ სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს - წინასწარმეტყველ მუჰამადის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს, როდესაც მუჰამადი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.