ქვიშხეთის ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

ქვიშხეთის ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკა ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაშია.

ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„უდიდესი ამბავი მაქვს და ძალიან გახარებული ვარ. მოლაპარაკების შედეგად, ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა. მალე იქ საზაფხულო სამკითხველოსა და ღვინის ბიბლიოთეკას მოვაწყობთ“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.