სლოვენიაში „XS სათამაშოების“ გაყიდვები 30%-ით იზრდება - კომპანია უცხოურ ბაზარზე შესვლის 2 თვეს აჯამებს

სლოვენიაში „XS სათამაშოების“ გაყიდვები 30%-ით იზრდება - კომპანია უცხოურ ბაზარზე შესვლის 2 თვეს აჯამებს

მაღაზიათა ქსელი „XS სათამაშოები“ სლოვენიის ბაზარზე შესვლის თითქმის 2-თვიან შედეგებს აჯამებს. ქართულმა კომპანიამ პირველი ფილიალი ქალაქ ცელიეში 17 დეკემბერს „XS Igrace-ის“ სახელით გახსნა.

როგორც „ბიბლუსი ჯგუფში“ განმარტავენ, გახსნიდან დღემდე მაღაზიას 12,536 მომხმარებელი ესტუმრა, გაყიდვები კი წინა თვესთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

ამასთან, კომპანიის მიზანია, სლოვენიის ბაზარზე სამომავლოდ 10-15 ახალი ობიექტი გახსნას.

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის განცხადებით, ქალაქ ცელიეში პირველი ფილიალის გახსნა კომპანიის ქსელის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია. მისი თქმით, სამომავლოდ ქსელის გაფართოება იგეგმება როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც:

„სამომავლო გეგმებს შორის არის ორი ახალი დაკონტრაქტებული ფილიალი, რომელზეც უკვე ვმუშაობთ. ერთი - გაზაფხულის, ხოლო მეორე ზაფხულის ბოლოს გაიხსნება. ასევე, განიხილება წლის ბოლომდე მესამე ახალი მაღაზიის დამატებაც და ჯამურად, 3 წელიწადში კომპანია 10 ფილიალით გააგრძელებს ოპერირებას. პარალელურად ვგეგმავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირში განვითარებას, კერძოდ, ხორვატიის ბაზარზე შესვლას,“ - განაცხადა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ.

„ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი რი­თე­ი­ლე­რია, რო­მე­ლიც აერთიანებს ისეთ პო­პუ­ლა­რულ ქსე­ლებს რო­გო­რი­ცაა: წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია „ბიბ­ლუ­სი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS სათამაშოები“, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ვაჭ­რო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

(R)