საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თურქეთსა და სირიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თურქეთსა და სირიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დღეს დილიდან მსოფლიო შეძრა თურქეთში, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშში მომხდარმა მიწისძვრამ, რომელმაც ორივე ქვეყანაში უმძიმესი შედეგები გამოიღო. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლმა 2300-ს გადააჭარბა. სტიქიამ შეიწირა საქართველოს ორი მოქალაქე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გულისტკივილით უსამძიმრებს თურქ და სირიელ კოლეგებს, ორივე ქვეყნის ხალხს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დამანგრეველი მიწისძვრით დაშავებულ ყველა ადამიანს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.