ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ხანძარი გვიან ღამით, სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.