სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანეს. ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.