საპენსიო სააგენტო - 2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტო - 2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

„წმინდა ამონაგები 438 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.