პრემიერი - იესო ქრისტეს შობამ კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა - გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამემამულეებს შობას ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
"ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!
იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

























