რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას-ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუწყება.

მათივე ცნობით, ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.