ქუთაისში დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ქუთაისში დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის, აკაკი კიბორძალიძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.

„ქუთაისის სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა შეჯიბრში.

ტურნირი ქუთაისის მერიის ინიციტივით დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. ამ სახის სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ახალი თაობის სპორტსმენების მხარდასაჭერად, ასევე ქუთაისის პოპულარიზაციისათვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.