“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქცია გამართეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქცია გამართეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდაჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, 22 დეკემბრის შემდეგ მსგავსი საპროტესტო აქციები მოეწყობა ბიძინა ივანიშვილის სხვა სახლებთან ჭორვილაში, აბასთუმანსა და შეკვეთილში.

მუმლაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა არის გამოწვეული “ბიძინა ივანიშვილის ქმედებებით და ნებით”.

“დღევანდელი აქციით ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული გზავნილი უნდა გადავცეთ, რომ არ მოვაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. თუ სასამართლო ციხეში ჩატოვებს მიხეილ სააკაშვილს, ამ უმძიმეს მდგომარეობაში, ეს მისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენი. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის სახლები გახდება პროტესტის ეპიცენტრი და ეს იქნება უწყვეტი აქციები - ეს ეხება ჭორვილას, აბასთუმანს და შეკვეთილს. ის ასეთ აქციებს ყოველთვის უფრთხის, ამიტომ პოლიციის სრულ მობილიზაციას ახდენს, შესაბამისად, სწორედაც რომ პოლიციის ძალის გამოყენებით უნდა იყოს დაცული და სახლში გამოკეტილი, ის არ უნდა გადაადგილდებოდეს თავისუფლად”, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.