იუდეველები ხანუქას ზეიმობენ

18-26 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს იუდეურ თემს ამ დღესასწაულს ულოცავს.
„ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიმართვაში.

























