ილია ვერძაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის მორიგი მცდელობა ჩანს

ილია ვერძაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის მორიგი მცდელობა ჩანს

ბოიკოტიდან ჩანს მორიგი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის, იმ სტაბილური გარემოს მოშლის, რაც ჩვენი ხელისუფლების წყალობით ქვეყანაში არის, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ვერძაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილებას.

ილია ვერძაძის თქმით, ესეც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება.

„ბოიკოტიდან ჩანს მორიგი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის, იმ სტაბილური გარემოს მოშლის, რაც ჩვენი ხელისუფლების წყალობით ქვეყანაშია. 2012 წლიდან მიყოლებული ამ უნიათო მცდელობას ყოველ ჯერზე ვხედავთ. ხშირად ძალიან ბანალური მიზეზით ქვეყნის არევას ცდილობენ, დღესაც ვფიქრობ, ფოკუსირება გააკეთეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, არანაირი რეალური საფუძველო აქ ჩვენ არ შეიძლება დავინახოთ, ვერც დავინახავთ, ის სასჯელს კანონით გათვალისწინებული წესით იხდის, ეს მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება”,- განაცხადა ილია ვერძაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. მათივე განცხადებით, პროტესტის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავენ.