გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების იდენტიფიცირების საკითხზე ბათუმსა და ფოთში დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების უწყებები, ინვესტორები, მეთევზეები) გამართული კონსულტაციების შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წელს, ბათუმსა და ფოთში, საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. ექსპერტებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს აკვაკულტურის ზონების ძირითადი კონცეფციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის საკითხზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.

შავ ზღვაში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის პროცესში ყველა დაინტერესებული უწყების და ორგანიზაციის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რაც შავ ზღვაში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საერთო ხედვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ვალდებულება, რომელიც შავ ზღვაში მარიკულტურის განვითარებას ითვალისწინებს, საერთაშორისო ვალდებულებებითა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.