სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ სანაპირო ზოლთან მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ სანაპირო ზოლთან მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთები მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ, თუმცა ხელისუფლებამ ინვესტორზე გაასხვისა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამაზ ბაკურიძემ აღნიშნა, მოქალაქეების უფლებები ამ ქვეყანაში დაუცველია.
„დღეს აქციის მონაწილეებს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები, საბანკო დავალიანების მქონე პირები და სოციალურად დაუცველებიც უერთდებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს კვირეული გაიხსნა, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საპროტესტო აქცია იმართება, საბოლოოდ აჭარის მთავრობის შენობასთან შევიკრიბებით და ხელისუფლებას ხალხის ხმას გავაგონებთ. მოქალაქეების უფლებები დაუცველია, ამიტომ დღეს პროტესტის ნიშნად გზა გადავკეტეთ”,- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
























