თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

























