ზუგდიდში დაკარგული მამაკაცი იპოვეს

ზუგდიდში დაკარგული მამაკაცი იპოვეს

ზუგდიდში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგულის ოჯახის წევრი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, იგი მონასტერში იპოვეს.

"მეგობრებო ვიპოვეთ საბა, ცოცხალიაა", - წერს მისი და სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, 24 წლის საბა კვირკვიას ოჯახი და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.