გორის მერიის მიერ „ეტალონის“ გამარჯვებულისთვის დაწესებულ სტიპენდიას მე-12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებს

გორის მერიის მიერ საქართველოს ეროვნული ინტელექტუალური ჩემპიონატის „ეტალონის“ გამარჯვებულისთვის დაწესებულ სტიპენდიას გორის მე -12 საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლე ზაზა აბისონაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებს.
გორის მერიის ინფორმაციით, სტიპენდიის ოდენობა 100 ლარია, რომელსაც ზაზა აბისონაშვილი და დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.
ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად“ ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე -12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა იანი სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი „ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























