თორნიკე რიჟვაძე აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრებს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს, ფიქრათ მამადოვს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
მათივე ცნობით, ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.
„იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























