გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და „ჯეოქეისი“ პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ პრეზენტაცია გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და „ჯეოქეისი“ პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ პრეზენტაცია გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ (Geocase) პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც გაუძღვნენ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე და GSAC-ის თანადამფუძნებელი, დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე, სადაც მათ ისაუბრეს და პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე, ასევე, ამ დეკლარაციის თითოეული პუნქტის/პოსტულატის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.