მიხაილო პოდოლიაკი - ომის დამნაშავეების დასჯა, ტერორისტების მხარდაჭერის შემცირება, საერთაშორისო სამართლის აღდგენა - შესაძლებელია თუ რუსეთი ომს წააგებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ომის დამნაშავეების დასჯა, ტერორისტების მხარდაჭერის შემცირება მსოფლიოში, საერთაშორისო სამართლის აღდგენა.
„ომის დამნაშავეების დასჯა. ტერორისტების მხარდაჭერის შემცირება მსოფლიოში. საერთაშორისო სამართლის აღდგენა. ტერიტორიების იძულებით წართმევის შეუძლებლობა. აგრესორის ეკონომიკური განადგურება. ნებისმიერი შანტაჟის შეწყვეტა - შესაძლებელია თუ რუსეთის ფედერაცია წააგებს. ამას უკრაინა მხარს უჭერს. ვინ არის წინააღმდეგი?“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

























