რუსულმა ძალებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს, დაშავებულია 6 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცნენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

























