ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება

კიევში, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
„მივესალმები ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე დე კროოს უკრაინაში! ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ, რომელიც უკრაინას სტუმრობს, დაგმო პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სადაც რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ხაზი გაუსვა, რომ ნატო მზადაა, ყველა მოკავშირე დაიცვას.

























