დენის შმიგალი - დღეს უკრაინაში არცერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი

დენის შმიგალი - დღეს უკრაინაში არცერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი

დღეს უკრაინაში არცერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს უკრაინაში არცერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი. ამის მიუხედავად ჩვენი ენერგოსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ელექტროენერგია უკრაინის თითქმის მთლიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.