თეთრი სახლი - რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დამსჯელი დარტყმებით, რომელიც აზიანებს ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურას

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ელექტროენერგიის წარმომქმნელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.
„რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დამსჯელი დარტყმებით, რომელიც აზიანებს ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურას და ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ზამთრის მოახლოებისას“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენ უოტსონმა.
მისი თქმით, ეს ქმედებები აჩვენებს, რომ „რუსეთი მზად არის გაზარდოს ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტის რისკი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ იმოქმედოს მთელ რეგიონზე“.
უოტსონმა განმარტა, რომ თავდასხმებს სამხედრო მიზანი არ აქვს და „პუტინის რეჟიმის მიზანია გაზარდოს უკრაინელების ტანჯვა და სიკვდილი“.

























