პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო გერმანიას სთხოვს, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი გერმანიას სთავაზობს უკრაინას უნივერსალური საჰაერო თავდაცვის სისტემის, Patriot-ის ბატარეები გადასცეს.
როგორც პოლონელმა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა, კომპლექსების გადაცემა ხელს შეუწყობს უკრაინის რუსული დაბომბვისგან დაცვას.
”რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, მივმართე გერმანიას, რათა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ბატარეები უკრაინას გადაეცეს და დასავლეთის საზღვარზე განლაგდეს. ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი მსხვერპლისა და ელექტროენერგიის გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე”, - წერს ბლაშჩაკი.

























