ბათუმში ლოზუნგებით - “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “დასრულდეს რუსული რეჟიმი” აქცია გაიმართა

ბათუმში ლოზუნგებით - “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “დასრულდეს რუსული რეჟიმი” აქცია გაიმართა

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “დასრულდეს რუსული რეჟიმი” - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა.

როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, 23 ნოემბერი სიმბოლური თარიღია, რადგან 2003 წელს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო.

აქციის მონაწილეების თქმით, “ვარდების რევოლუციიდან” მე-19 წელს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში იმყოფება, რაც მათთვის მიუღებელია.