ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხზე რუსეთის დელეგაციას შეხვდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების განსახილველად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი რუსეთის დელეგაციას დღეს სტამბოლში შეხვდა.
IAEA-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციას ქვეყნის ატომური ენერგიის სააგენტოს, „როსტომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ლიხაჩევი ხელმძღვანელობდა.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ რუსულ დელეგაციასთან კონსულტაციები ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონის სასწრაფოდ შექმნასაც უკავშირდებოდა.

























