ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ტელეფონით ისაუბრეს

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ტელეფონით ისაუბრეს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა.

„კარგი სატელეფონო ზარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, სადაც ჩვენ მივიღებთ ზომებს საერთო პრიორიტეტებზე, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა, შეკავება და თავდაცვა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება“, - წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 29-30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება. მასში მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც გეგმავს.