ამერიკა უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით ეხმარება

ამერიკა უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით ეხმარება

შეერთებული შტატები უკრაინას, დამატებით, 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას უწევს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯენეტ იელენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

„დღეს შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისადმი ურყევი ვალდებულების დაცვას. მობილიზებულია დამატებითი 4,5 მილიარდი დოლარი გრანტების სახით პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანხების მიღება დაიწყება უახლოეს კვირებში და დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების მხარდაჭერაში, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების ხელფასების, ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის.