ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა დამატებით 2.5 მილიარდ ევროს მიიღებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა დამატებით 2.5 მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

„ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. 2023 წლისთვის 18 მილიარდ ევროს გამოყოფას ვგეგმავთ, დაფინანსების რეგულარულად გაცემით. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციას გამოიწვევს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.