ირინა ვერეშჩუკი ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ირინა ვერეშჩუკი ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი, მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას სთავაზობს.

„მივმართავ ხერსონის მოსახლეობას. კერძოდ, მოქალაქეების დაუცველ კატეგორიებს: ბავშვებიან ქალებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და შეზღუდული გადაადგილების მქონეებს. ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაცია. მთავრობა გთავაზობთ უფასო ევაკუაციას კრივი-რიჰში, მიკოლაივსა და ოდესაში, შესაძლო შემდგომი გადაადგილებით კიროვოგრადის რეგიონში, ხმელნიცკის რეგიონში ან უკრაინის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში“, - წერს ვერეშჩუკი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, ევაკუირებულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით თავშესაფრებში, ჰუმანიტარული დახმარებით, საკვებითა და სამედიცინო დახმარებით.